ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება – ვიოლა ფონ კრამონი

ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება, ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „აგენტების კანონის” მიღების შემთხვევაში ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება დადებითი შეფასება.
„ან უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების გაკეთება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება. წერტილი”, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ში.