ამ დროისთვის საპენსიო სქემის ყველაზე ბევრი, 900 ათას მონაწილეზე მეტი მაღალრისკიან პორტფელშია

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, ამ დროისთვის საპენსიო სქემის ყველაზე ბევრი, 900 ათას მონაწილეზე მეტი მაღალრისკიან პორტფელშია.
თუმცა, მისივე განმარტებით, 3 იანვრიდან ყველაზე დიდი პორტფელი იქნება დაბალრისკიანი, რადგან ბევრ ადამიანს თავისი არჩევანი არ დაუფიქსირებია, რის გამოც ისინი, კანონში შესული ცვლილების თანახმად, დაბალრისკიან პორტფელში გადავლენ.
ჭიჭნაძის თქმითვე, ამ დროისთვის პორტფელი 20 ათასმა ადამიანმა შეცვალა.
„კანონში განხორციელდა ცვლილებები და 2024 წლის 3 იანვრიდან საპენსიო სააგენტო მზადაა უზრუნველყოს, რომ ყველა იმ მონაწილეს, რომელსაც არ მიუღია გადაწყვეტილება აერჩია პორტფელი, გადავა დაბალრისკიან, კონსერვატიულ პორტფელში. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ, რომელ პორტფელში გადავლენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სახლთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი და მონაწილეს თავისი გადაწყვეტილების დაფიქსირება ელექტრონულადაც შეეძლებათ“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტო პიარკამპანიისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება