ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში – ირაკლი კობახიძე

ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში –
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის ს წერილი შეაფასა, რომელიც მან ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ძალიან სწორი აქცენტია [პაპუაშვილის წერილში]. ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ღირებულებების საკითხი და ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მყარია ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში. ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ამ ვიზიტზე. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის სამართლის, უზენაესობის პრინციპის ერთგული“, – აღნიშნა პრემიერმა.
ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
Previous: The Guardian-ის მიხედვით, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები შემაშფოთებელ დეტალებზე საუბრობენ

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომ „ანტი ისრაელის” კამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ეს „იმპერატორი” ღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში