“ამიტომ ვარ ოპოზიციაზე ასე გაბრაზებული” – გიორგი ფხაკაძე

ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის
ძალიან ბევრმა მკითხა, რატომ ვარ ასე გაბრაზებული. გიპასუხებთ ღიად და პირდაპირ: ეს ადამიანები, რომლებიც თავს გვაჩვენებდნენ ქვეყნის გადამრჩენელებად — თითქოს ინვესტიციებს მოიზიდავდნენ, ეკონომიკას აამუშავებდნენ, პორტს ააშენებდნენ და საქმისთვის იბრძოდნენ — საბოლოოდ ყველა დანარჩენს დაემსგავსნენ. და სწორედ ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. მე არ ვსაუბრობ ხელისუფლებაზე. მე ვსაუბრობ ოპოზიციაზე — იმ ხალხზე, ვინც უნდა ყოფილიყო ალტერნატივა. სინამდვილეში კი სწორედ მათ დაანგრიეს ოპოზიციურობის იდეა საქართველოში. ისინი არ შეეწინააღმდეგნენ უსამართლობას, კორუფციას — პირიქით, ჩაერთნენ იმავე თამაშში და ცხადად გვაჩვენეს, რომ არანაირი ცვლილება არც სურთ და არც შეუძლიათ. შედეგი? სრული ნიჰილიზმი, გულგატეხილობა და უნდობლობა საზოგადოებაში. როცა მოქალაქეს აღარ ჰყავს ძალა, რომელსაც შეიძლება ენდოს — ეს უკვე პოლიტიკური კრახია. ამიტომ ვარ გაბრაზებული. რადგან მათ კი არ შექმნეს ალტერნატივა — მათ გაანადგურეს ალტერნატივის შესაძლებლობა. დღეს, რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს — ამისთვის არც გაყალბება დასჭირდებათ და არც “ადმინისტრაციული რესურსი”. ეს ოპოზიციის დამსახურებაა — არავის სხვა. მე მინდა, ჩემს ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული, პროფესიონალი და ძლიერი ოპოზიცია. და არა ეს, რაც ახლა გვაქვს.
ამით მორჩა ჩემი პოლიტიკური „გადახვევა”

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო