ამით გადაფარეს ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანს რომ აპატიმრებენ ბრიტანეთში სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო – წილოსანი ბრიტანეთის სანქციებზე

,,ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი ,,იმედის” ეთერში აცხადებს:
„ბრიტანეთიდან წამოვიდა სანქციები და დოკუმენტში დაიწერა, რომ სანქციები იმისთვისაა, რომ ადამიანების უფლებები ირღვევა და ამით გადაფარეს ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანს რომ აპატიმრებენ ბრიტანეთში სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო. ამაზე ილონ მასკიც საუბრობს და ფაქტობრივად მისი ციტატა მომყავს, რომ „ბრიტანეთი დაეცა“. ადამიანის უფლებების დარღვევაში და დასანქცირებაში ალბათ ის იგულისხმეს, რომ რამდენიმე დღის მანძილზე, პოლიციელები გმირულად ითმენდნენ გინებებს, შეურაცხყოფებს, სულში ჩაფურთხებას იმ დემონსტრანტების მხრიდან, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ“

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?