ამერიკული F-16 ყვითელ ზღვაში ჩავარდა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო

ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავი ყვითელ ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულის მიმდებარედ, ჩამოვარდა. სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap News-ის თქმით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო, ხოლო თვითმფრინავის ნარჩენების წყლიდან ამოღება მოხერხდა.
სამხედრო წყაროების ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ქალაქ კუნსანის სამხედრო ბაზასთან წვრთნებს გადიოდა, როდესაც წყალში ჩავარდა.
კუნსანის აეროპორტში -ს სამხედრო ბაზა სეულის სამხრეთით 180 კმ-ში მდებარეობს და მასზე ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების 2800 ჯარისკაცია განთავსებული.
ბოლო პერიოდში სამხრეთ კორეამ და აშშ-მ რეგიონში სამხედრო წვრთნების სიხშირე გაზარდეს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემთხვევები გაახშირა.