ამერიკის საჰაერო ძალებმა მარალაგოს მახლობლად აკრძალულ ზონაში მყოფი თვითმფრინავი გააძევეს

ამერიკის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა კვირას, 9 მარტს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავი შენიშნეს და მას ტერიტორია დაატოვებინეს. პალმ ბიჩზე, მარალაგოში მდებარე რეზიდენციის თავზე, რომელიც ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტს ეკუთვნის, საჰაერო სივრცე დროებით არასაფრენ ზონადაა გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს, ამ დროებითი შეზღუდული საჰაერო სივრცის დარღვევის 20 ფაქტი დაფიქსირდა.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირას ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გოლფის მორიგი რაუნდი დასრულა. სამოქალაქო თვითმფრინავის შემჩნევისთანავე, მოერიშე F-16-ის ტიპის თვითმფრინავებმა პილოტის ყურადღების მისაქცევად ცეცხლი გახსნეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა შაბათ დილასაც, მაშინ, როდესაც ტრამპი გოლფის მოედანზე მივიდა.
ოფიციალური პირების თქმით, დროებით დახურულ საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავების შესვლამ სამხრეთ ფლორიდის ძლიერ გადატვირთულ საჰაერო სივრცეში მოიერიშე თვითმფრინავების ჩარევა გამოიწვია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამას არ შეუცვლია პრეზიდენტის განრიგი და გავლენა არ ჰქონია მის უსაფრთხოებაზე.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მარალაგოს რეზიდენციაში იმყოფება, მის ზევით და ირგვლივ 30 მილის რადიუსში არსებულ საჰაერო ზონაზე არასფრენი ზონა ცხადდება.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა ამბობს, რომ მომხდარი სამოქალაქო ავიაციის პილოტების ბრალია და ისინი ვალდებულნი არიან, რომ აფრენამდე შეამოწმონ ჩაკეტილია თუ არა კონკრეტული საჰაერო სივრცე იმ დროისთვის.
”დროებითი ფრენის შეზღუდვების პროცედურების დაცვა აუცილებელია ფრენის უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – თქვა გენერალმა გრეგორი გილიომ, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა