ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაში მონაწილეობენ
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაში მონაწილეობენ.
მიღების შემთხვევაში, კანონი „პუტინის დაბლოკვის აქტი“ [Block Putin act] აშშ-ის პრეზიდენტს დაავალდებულებს დააწესოს ფინანსური სანქციები და სავიზო აკრძალვები უნგრეთის მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაში, ასევე მათ მიმართ, ვინც უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვას ცდილობს.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს და წერს, რომ სენატორები დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ტომ ტილისი, კანონპროექტის წარდგენას უკვე ამ კვირაში გეგმავენ.
„შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები უნდა გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად და პუტინის ომისთვის სასარგებლო შემოსავლების წყაროების შესაწყვეტად.“ | ამბობს სენატორი ტომ ტილისი.