“ამაში გია ხუხაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ჩემი მეზობელი აღმოჩნდა” – როგორ მოხვდა გახარია მმართველ გუნდში?

როგორ მოხვდა ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, ქართული ოცნების მმართველ გუნდში? – ამ კითხვას იგი თეონა გეგელიასთან ინტერვიუში პასუხობს და ამბობს:
შემთხვევით მოვხვდი, გასაუბრებით, ეს იყო 2013 წელი. სამსახურს ვეძებდი, ჩემი CV აღმოჩნდა რაღაცა სივრცეში, ამაში გია ხუხაშვილმაც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩემი მეზობელი აღმოჩნდა და ა.შ. ერთხელ იყო ეს გასაუბრება ცნობილი პიქსელის შენობაში, რამოდენიმეჯერ კანცელარიის შენობაში და მხოლოდ შემდგომ გავიცანი ივანიშვილი. რამოდენიმე შემოთავაზება იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეცადა ჩემი შესაძლებლობები, ისეთ პოზიციაზე, რომელსაც არ ექნებოდა კონკრეტული პარტიული ანგაჟირებულობა, ამიტომ ავირჩიე ბიზნესომბუდსმენის პოზიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო