ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე „ლელოს“ განცხადება ამბიციურია, ცდილობენ საზოგადოების იმ სეგმენტის გულის მონადირებას, რომელსაც ჩამოყალიბებული პრეფერენციები არ აქვს – მიხეილ სარჯველაძე

ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე „ლელოს“ განცხადება არის ამბიციური, რაც შეიძლება, მარკეტინგულ გათვლას მივაწეროთ, ცდილობენ საზოგადოების იმ გარკვეული სეგმენტის გულის მონადირებას, რომელსაც ჩამოყალიბებული პრეფერენციები არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, „ლელო“ არავითარი ახალი სახეებით არ არის დაკომპლექტებული და ზოგადად, არც ოპოზიციაში მოქმედი არცერთი პოლიტიკური გუნდი.
„ეს იგივე სახეებია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და კარგად გამოწრთობილი არიან ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ, რეალურად მარკეტინგული სვლა, რომ რაღაც პოზიტიური სიტყვებით შეამკონ და შეფუთონ, ლიტონი სიტყვებია, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს.
რაც შეეხება ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებებს, აქაც ყველაფერი ნათელია. ეს არის არა ამბიციური განცხადება, არამედ შეიძლება, უფრო მეტად ვინმეს სურვილი. ესეც შეიძლება, მარკეტინგულ გათვლას მივაწეროთ. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, თვლიან, რომ არსებობს გარკვეული სეგმენტი საზოგადოებაში, რომელსაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერენციები არ აქვს და ცდილობენ, მათი გულის მონადირებას. ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ გამობრძმედილია საიმისოდ, რომ მისი არჩევანი და პოზიცია ასეთ ლიტონ განცხადებებზე დამოკიდებული არ იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია