“ალო, კრემლი, თქვენი ხმა არ ისმის – ტელეპორტი ცოტათი აიწეწა და აირია დღეს”

“მოსკოვი-ვორონეჟი — ვერ დაეწევი, შანსი არაა“ — ჭიების (ოკუპანტების) ეს ძველი ანდაზა, რომელიც 150 წელზე მეტისაა, დღეს „მაღალი სიზუსტის“ მნიშვნელობით შეივსო.
მოსკოვის მახლობლად კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრ „დუბნას“ კარგად „მოუკიდეს“ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 1-ლი საოპერაციო ცენტრის „ჩიტებმა“, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში.
ხოლო ვორონეჟში, „ისკანდერების“, „პანცირებისა“ და Х-101 ფრთოსანი რაკეტების ელექტრონიკის თავდაცვის ქარხანას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიხედეს.
ალო, კრემლი, თქვენი ხმა არ ისმის – ტელეპორტი ცოტათი აიწეწა და აირია დღეს. „მიიღეთ ზომები შედეგების ლიკვიდაციისთვის“ თავისუფლებისმოყვარე უკრაინული „ჩიტის“ „ნამსხვრევების“ სტუმრობის შემდეგ, ჭიებო.
გაგრძელება იქნება, კიდევ მოგხვდებათ კისერში…“ | წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერდ „მადიარ“ ბროვდი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“