ალი ალ-ქაჰუმი – აშშ-ისა და ისრაელის მუქარის მიუხედავად, ჰუსიტები პალესტინის მიზანს არ მიატოვებენ

ჰუსიტები პალესტინის მიზანს არ მიატოვებენ , – ამის შესახებ ჰუსიტების დაჯგუფების პოლიტბიუროს წევრმა, ალი ალ-ქაჰუმმა განაცხადა.
„აშშ-ისა და ისრაელის მუქარის მიუხედავად, ჰუსიტები პალესიტინის მიზანს არ მიატოვებენ“, – განაცხადა ალი ალ-ქაჰუმმა.
ალ-ქაჰუმმა აღნიშნა, რომ დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს და აშშ-ის ან დასავლეთის ნებისმიერ ქმედებას პასუხს გასცემს.
„იემენი საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას საერთაშორისო კანონებისა და ნორმების შესაბამისად იცავს“, – აღნიშნა ალ-ქაჰუმმა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ჰუსიტები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს დაესხნენ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი