ალიევი ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა – Netgazeti

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა სამთავრობო დელეგაცია ორივე მხრიდან. რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.შეხვედრა ბიზნესცენტრში ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ გაიმართა.ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე “ქართულმა ოცნებამ” თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავა, გაასამართლა და აზერბაიჯანში გააძევა.ბაქო, რომელიც რამდენიმე თვის წინ საკუთარი სამთავრობო მედიის საშუალებით თბილისის მიმართ ულტიმატუმებისა და კრიტიკული სტატიების ტონით გამოირჩეოდა, ახლა სამშვიდობო ტონით საუბრობს.