ალექსანდრ სირსკი – უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს

თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, ტიერი ბიურკართან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს”, – წერს სირსკი.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს “უკრაინის უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.”
სირსკიმ, ასევე, მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საფრანგეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებაში მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო