ალენ ბერსე – რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში

ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება – რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონები ორმაგის სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს.
“ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს. მაგრამ, როგორც ნათელი გავხადე, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს.
ეს კანონები ორმაგის სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ. რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)