ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა ს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი მოულოდნელად თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს და თავში ჩაარტყა. ამ დროს მდინარაძე ს მიერ დასმულ შეკითხვებს ტრიბუნიდან პასუხობდა.

მანამდე მან პარლამენტარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები გააცნო.