ალეკო ელისაშვილი – გადავწყვიტე „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების და გადაგდებების ურბანული ტური მომეწყო – მატყუარები და ქოსატყუილები არიან და ესენი უნდა გამოვცვალოთ 26 ოქტომბერს, ეს არის ფაქტი

20 წელია გიდი ვარ და დღეს ყველაზე განსაკუთრებული ტური მაქვს, ტური ს შეუსრულებელ დაპირებებში, წალკოტში, რომელსაც შეგვპირდნენ და რომლის ნაცვლადაც ნანგრევები მივიღეთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ „მორიგ შეუსრულებელ დაპირებებს“ გამოეხმაურა.
ელისაშვილმა ის ადგილები მოინახულა, რომლის მოწყობასაც „ხელისუფლება საზოგადოებას წლების წინ შეჰპირდა და გრანდიოზული პროექტები წარუდგინა“.
„დღეს გადავწყვიტე „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების და გადაგდებების ურბანული ტური მომეწყო. დავიწყეთ იპოდრომიდან, რაზეც მთელი რიხით და დიდის ამბით თქვეს, რომ ცენტრალ პარკს გააკეთებდნენ. გადათხარეს, გადმოთხარეს იქაურობა, გამოშიგნეს და მიაგდეს. ერთადერთი პატარა ტყის ტევრიღა დარჩა, სადაც ადრე თავლები იყო, ასევე, ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი რესტორანი იყო. იმ ადგილას, რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეუცვალეს და აპირებენ, რომ არათუ პარკი გააკეთონ, შვიდი უზარმაზარი კორპუსის აშენებას აპირებენ. ყველაზე დაბალი კორპუსი 21-სართულიანი იქნება და ყველაზე მაღალი 79-სართულიანი. ამ ტყის გაჩეხვას და კორპუსების აშენებას „ვისოლი ჯგუფი“ აპირებს, ყველა მთავრობას მორგებული ფხაკაძეები. გვპირდებოდნენ პარკს, აშენებენ კორპუსებს.
„ლაგუნა ვერე“, არაჩვეულებრივი ისტორიული სივრცე, სატივე ჰქვია იმ ადგილს, არაჩვეულებრივი სივრცე იყო, დახურული აუზები, ღია აუზი, ვარჯიშობდა ხალხი, ისვენებდა, საოცარი ადგილი იყო, სპორტული, დასასვენებელი, რეკრეაციული. იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, და ისეა გაპარტახებული იქაურობა, რომ გველები, ვირთხები, მაჩვები და ცოტა ხანში ტახები ირბენენ იქ. კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს კლიპი გააკეთა, წყალი ჩაასხა და აჩვენა, რომ აქ აღვადგენთ საწყლოსნო-სპორტულ კომპლექსსო. შარშან კი კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქალაქს გადასცემს „ლაგუნა ვერეს“ და აღვადგენთო. დღეს მივედი და გაპარტახებულია.
სამგორის მეტროდან მიწისზედა მეტროს გაკეთება იგეგმებოდა, „იუთუბშიც“, რომ აკრიფოთ რუსთავის მიწისზედა მეტრო, ნახავთ კლიპს, რომლის მომზადებაშიც კალაძემ უზარმაზარი ფული გადაიხადა წლების წინ და შინაარსი იყო, რომ მიწისზედა მეტრო უნდა აშენებულიყო, რომელიც სამგორს რუსთავთან დააკავშირებდა. 2022 წლიდან შვიდი სადგური მიწისზედა მეტროსი უნდა ამოქმედებულიყო, სამგორის მეტროდან ლილომდე და შემდეგ ლილოდან რუსთავამდე. 2 წლის ამოქმედებული უნდა იყოს შვიდი სადგური და თან დაამატეს, რომ სამგორის მეტროს მასშტაბური რეაბილიტაცია მოხდებოდა. 2024 წელია და სად არის აბა, რეაბილიტაცია? აბა, ასად არის მიწისზედა მეტრო? აბა, სად არის შვიდი სადგური? – რა თქმა უნდა, მორიგი ტყუილი და აფერისტობა, წინასაარჩევნოდ სჭირდებოდათ, პრეზენტაცია მოაწყვეს და მერე ხელი ყველაფერზე ჩაიქნიეს.
ვარკეთილის მეტროში მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე წევრი ნამყოფია ბოლო წლებში? ნარმანია იყო და შეკიდული ჭერი ჩამოკიდა მეტროში. რა უნდოდა მეტროში შეკიდულ ჭერს? რომ ჩამოვარდებოდა რად უნდოდა ამას ფილოსოფია? ჩამოვარდა, და ასე გაოხრებული არის ეს ჭერი ვარკეთილში, ან ავლაბრის მეტრო როგორ გამოიყურება, ან ღრმაღელე როგორ გამოიყურება, ან სარაჯიშვილი, ან გურამიშვილი. არ დადიან მეტროთი, არ ურთიერთობენ ხალხთან და ფეხებზე ჰკიდიათ ეს ყველაფერი. აქვთ პროპაგანდისტული არხები და დან არჩევნებამდე გვატყუებენ, დაგვპირდებიან და არაფერს არ აკეთებენ.
იმასაც გაგახსენებთ, 2018 წელს თქვეს, რომ შვეიცარიულ კომპანიას „შტადლერს“ ქარხანა საქართველოში უნდა აეშენებინა, სადაც მატარებლები უნდა ეწარმოებინათ. სად არის „შტადლერის“ ქარხანა? – ექვსი წელი გავიდა მაგ დაპირებიდან. მატყუარები და ქოსატყუილები არიან და ესენი უნდა გამოვცვალოთ 26 ოქტომბერს, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.