ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე ახალ პროდუქტს წარადგენს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში პარაპლანით პროფესიონალ მფრინავებს, ახალ პროდუქტს სთავაზობს. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, „ალდაგის“ ახალი სადაზღვევო პროდუქტი მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევას გულისხმობს.
ინფორმაციის თანახმად, „ალდაგში“ შესაძლებელია, როგორც არაკომერციული, ისე კომერციული დანიშნულების მქონე ფრენების შესაბამისი პოლისების შეძენა. ერთადგილიანი პარაპლანის ან არაკომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის ხდება მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის შეძენა, ხოლო კომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის დამატებით მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევაა აუცილებელი.
„ალდაგის“ ახალი პროდუქტის ფარგლებში, მომხმარებლებისათვის პროფესიონალი უფლებამოსილი მფრინავებისათვის (კომერციული და არაკომერციული ფრენების მიხედვით) წინასწარ განსაზღვრულია პირობები და ფიქსირებულია შესაბამისი წლიური პრემია.
„მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია კიდევ ერთი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს, კერძოდ, პარაპლანით მფრინავებს. „ალდაგი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პროფესიონალ მფრინავებს ფრენასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად სპეციალური პროდუქტი შესთავაზა“, – აცხადებენ „ალდაგში“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა