აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვების ტარიფები 350%-ით გაიზარდა – გაძვირდება თუ არა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია

აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვებზე ტარიფების ზრდა ნოემბრის თვიდან შეინიშნება, დღეის მდგომარეობით კი გადაზიდვებზე 350%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების გაძვირება წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით გადაზიდვების შეფერხებით არის გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით, იქ -ის სამხედრო ხომალდებია განლაგებული, კომპანიებს მაინც უწევთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აფრიკას შემოუარონ.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ვორდ ლოჯისტიქსის“ დირექტორი ეკა დიღმელაშვილი აღნიშნავს კონტეინერებმა მიმართულება შეიცვალეს, რამაც ვადებიც და თანხაც გაზარდა.
„იმ გზით, რომლითაც მოდიოდნენ ვეღარ მოდიან, ანუ ვერ შედიან აფრიკაში, შესაბამისად არა მხოლოდ თანხამ, არამედ სატრანზიტო ვადამაც მოიმატა და თუ აქამდე 2 თვე სჭირდებოდა ტვირთების ჩამოტანას, ახლა სამი თვე სჭირდება. დიდი ალბათობით ეს ადგილობრივ ბაზარზე ფასებზეც აისახება.“ – აცხადებს ეკა დიღმელაშვილი.
ფასების საშუალოდ 20%-იან ზრდას ელიან კომპანია „ამბოლშიც“, როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ამბოლის“ წარმომადგენელი აცხადებს ტრანსპორტირების თანხის დაახლოებით ორჯერ გაძვირება ფასებზე აუცილებლად აისახება.
„გამომდინარე იქიდან რომ ტრანსპორტირების ფასები ორჯერ არის გაძვირებული ეს პროდუქციაზე აუცილებლად აისახება და სადღაც 20%-ით გააძვირებს“ – აცხადებენ „ამბოლში“.

ასევე დაგაინტერესებთ