აზიის განვითარების ბანკი – ბანკის ოპერაციებმა 2023 წელს 23.6 მილიარდი შეადგინა და კლიმატის რეკორდულ დაფინანსებას მიაღწია

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს საკუთარი რესურსებიდან $23.6 მილიარდი დოლარი ($) გამოყო, მათ შორის $9.8 მილიარდი კლიმატის დასაფინანსებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ციფრები მოყვანილია დღეს გამოქვეყნებულ ADB-ის 2023 წლის წლიურ ანგარიშში. ანგარიში აჯამებს ADB-ის მიერ წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას სხვა გამოწვევებთან ერთად კლიმატის გაუარესებული კრიზისის, კონფლიქტების ზემოქმედების, სურსათით უზრუნველყოფის არასტაბილურობისა და სავალო ვალდებულებების წნეხის დასაძლევად.
“ADB-ის, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის მზრდი მუშაობის შედეგად კლიმატის დაფინანსების ყველაზე მაღალი წლიური შედეგი მივიღეთ. კლიმატის ადაპტაციისა და შერბილებისთვის განხორციელებული ჩვენი ინვესტიციები მიმართული იყო კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიისა და მწვანე ტრანსპორტის განვითარებაზე,“ – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს