აზერბაიჯანში არყის წარმოების მინიმალური წლიური მოცულობა 10 000 ლიტრით განისაზღვრება

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი აუმჯობესებს ლიცენზირების სისტემას ალკოჰოლური სასმელების იმპორტსა და წარმოებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ნათქვამია „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში, რომელიც პარლამენტის აგრარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
არყის, როგორც ალკოჰოლური სასმლის წარმოების ნებართვის გაცემის ერთ-ერთი შემოთავაზებული მოთხოვნაა წარმოების მინიმალური წლიური ლიმიტის დაწესება. წარმოების მინიმალური წლიური მოცულობა განისაზღვრება 100 ათასი დეცილიტრით (10 000 ლიტრი).
პროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს წარმოების წლიური მინიმალური მოცულობის ეტაპობრივ ზრდას (ამ ლიმიტამდე) 2032 წლის 1 იანვრამდე.
2024-2025 წლების წარმოების მინიმალური წლიური მოცულობა 20 ათასი დეკალიტრით (2000 ლიტრი) არის განსაზღვრული.