ავტოუსაფრთხოების მარეგულირებლებლები “ტესლას” ავტომობილის უსაფრთხოებას იკვლევენ

შეერთებული შტატების ავტოუსაფრთხოების მარეგულირებლებმა 26 აპრილს განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს გამოძიება იმის თაობაზე, იყო თუ არა ადეკვატური “ტესლას” მიერ დეკემბერში გამოცხადებული 2 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იმისთვის, რომ კომპანიას ავტოპილოტის ახალი უსაფრთხოების სისტემები დაეყენებინა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ ის იწყებს გამოძიებას, რადგან სააგენტომ გამოავლინა ავარიებთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ, რაც მანქანები აღიჭურვა გამოხმაურების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით “და გამოსწორებული მანქანების წინასწარი ტესტირებიდან შედეგები მიიღო”.
სააგენტოს ახალი გამოძიებას წინ უსწრებდა მის მიერვე ავტოპილოტებზე ჩატარებული თითქმის სამწლიანი გამოძიების დასრულება და თქვა, რომ მან აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ “ტესლას” მანქანებში “სუსტი მძღოლის ურთიერთქმედების სისტემა არ აკმაყოფილებს ავტოპილოტის მისაღებ ოპერაციულ შესაძლებლობებს”, რომლის შედეგიც “უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზია”.
“ტესლამ” დეკემბერში განაცხადა, რომ ავტოპილოტის პროგრამული სისტემის კონტროლი შეიძლება არ იყოს საკმარისი არასწორი მართვის თავიდან ასაცილებლად და შეიძლება გაზარდოს ავარიის რისკი.