ავსტრიის კანცლერი – მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, უკრაინაში ომში უკონტროლო ესკალაციის სპირალის რისკი არსებობს.
Der Standart-ის ცნობით, ნეჰამერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე.
„იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
ის დარწმუნებულია, რომ ევროპამ თანამშრომლობაში BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები უნდა ჩართოს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად დასავლეთს ჩინეთი და ინდოეთი სჭირდება. ნეჰამერი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანასთან აუცილებელია თანაბარი პირობებით საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს