ავირჩიეთ ახალი თავმდჯომარეები, ბიუროს წევრები – ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ – მამუკა მდინარაძე რეგიონებში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რეგიონებში დასრულებულია. ბოლო შეხვედრა საჩხერეში გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი გახდა.
აირჩიეს ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრებიც. პარტიის ლიდერებმა შეხვედრა ჭიათურაშიც გამართეს, სადაც ქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მერი, გივი მოდებაძე, აირჩიეს. სულ პარტიული კონფერენციები მმართველმა გუნდმა 73 მუნიციპალიტეტში ჩაატარა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” ყველა წევრს მადლობას უხდის გუნდური მუშაობისთვის.
“ავირჩიეთ ახალი თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ჩვენი პარტიის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო შრომისთვის. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, რომ არა მათი ასეთი ჩართულობა,” – აცხადებს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი