აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების განხორციელებაზე 23.1 მლნ ლარის ტენდერებს აცხადებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა, ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნატახტრის აეროპორტიდან აღნიშნული ტენდერების საფუძველზე ფრენები არ შესრულდება.
პირველი შესყიდვის მიხედვით, თბილისი--თბილისის მიმართულებით ფრენები დაინტერესებულმა კომპანიამ საშუალო ზომის (მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი) საჰაერო ხომალდით უნდა შეასრულოს. შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს 8'178'197 ლარს, შესყიდვის ვადა 2-წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, ორივე მიმართულებით ჯამში, საორიენტაციოდ 26,560 ადგილს უნდა შეადგენდეს.
მეორე შესყიდვის მიხედვით, რომლის ღირებულებაც 15'018'896 ლარია. შესყიდვის ვადა ერთწლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში, საორიენტაციოდ 47,760 ადგილი უნდა იყოს. საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:

ასევე დაგაინტერესებთ