ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ნიკოლოზ ჭკუასელმა და ანდრო სირაძემ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ნიკოლოზ ჭკუასელმა და ანდრო სირაძემ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რომლებსაც წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს.
როგორც დაკავებულების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაკავებულებმა დიღმის მთავარი სამმართველო წუხელ, 21:30 საათზე, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვეს.
ადვოკატის თქმით, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, ეს ჯერ უცნობია.
ანდრო სირაძე და ნიკოლოზ ჭკუასელი 21 თებერვალს დააკავეს. ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს ბასრი საგნითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით დაესხნენ.