ადვოკატის თქმით, გვარამია ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, იგი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
გარდა ამისა, საძაგლიშვილი ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას მუცლის არეში ურტყამდნენ.
„მუცლის არეში ურტყამდნენ, რა დროსაც სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით გაითიშა… ფიქრობს, რომ მშვიდად და მტკიცედ უნდა გაგრძელდეს პროტესტი – არ იქნება თვითონ, იქნება სხვა ლიდერი“, — განაცხადა ადვოკატმა „მთავარ არხთან“ საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ, რადიკალური ჯგუფების გეგმებს შორის – ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ერთადერთ საბოლოო ლოკაციად ჩანს თბილისი