ადამიანურ ურთიერთობებთან ძალიან ახლოს – ჯანმომ ახალი ვირტუალური ასისტენტი „სარა“ შექმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაუშვა ვირტუალური კონსულტანტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემს რჩევებს ჯანმრთელობის საკითხებში.პროექტის სახელწოდებაა S.A.R.A.H და ის წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექსტზე დაფუძნებულ, ჯანდაცვითი საკითხების კონსულტანტს მაღალი ემპათიური გამოხმაურების უნარით.
S.A.R.A.H იშიფრება, როგორც Smart AI Resource Assistant for Health და არის თანამედროვე ენობრივ მოდელებზე, ავატარების ევოლუციასა და სამედიცინო-სანიტარულ ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი სისტემა. მას შეუძლია, 24 საათის განმავლობაში იყოს კონტაქტზე ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობლობის საშუალებით, 8 ენაზე.
ჯანმოს ვირტუალური კონსულტანტი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორისაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ა.შ. სისტემის ერთ-ერთი მიზანია, იყოს დამატებითი ინსტრუმენტი მთელ მსოფლიოში, ნებისმიერი ადამიანის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
S.A.R.A.H.-ს მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაანებონ თავი თამბაქოს მოხმარებას, რას ნიშნავს ჯანსაღი კვება და როგორ მოიხსნან სტრესი.
„ციფრული ტექნოლოგიები ჯანდაცვის მომავალია. ჯანმოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს ქვეყნებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში ჯანმრთელობის კუთხით,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა და მკვლევარებს მოუწოდა, გააგრძელონ ამ ტექნოლოგიების შესწავლა უთანასწორობის აღმოფხვრისა და ადამიანებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
S.A.R.A.H.-ს სიახლე ისაა, რომ ეს სისტემა იყენებს არა დავალებულ ალგორითმს ან სცენარს, არამედ გენერირებულ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც საშუალებას იძლევა, პასუხების შინაარსი უფრო ზუსტად შეარჩიოს რეალურ დროში. ის ერთდროულად მომხმარებელთა დიდ რაოდენობასთან კონტაქტობს რეჟიმში, რომელიც ადამიანურ ურთიერთობასთან ძალიან ახლოსაა. მის პასუხებში გათვალისწინებულია შეკითხვების ნიუანსები და ეს კონტაქტი ემპათიისა და ტოლერანტობის ვითარებაში მიმდინარეობს.
აღნიშნული ტექნოლოგია ემყარება კომპანია Soul Machines-ის ბიომსგავსი ხელოვნური ინტელექტის მოდელს.
გარდა იმისა, რომ ეს ტექნოლოგია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს, ის წარმოქმნის მნიშვნელოვან ეთიკურ პრობლემებსაც, მათ შორის თანაბარი ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების, სიზუსტისა და მონაცემების დაცვის კუთხით.
S.A.R.A.H.-ს ერთ-ერთი მიზანია, მომხმარებელი დააინტერესოს სანდო ინფორმაციის მოპოვებით. ასეთი ტექნოლოგიების წინა ვერსიები გამოდიოდა „ფლორენსის“ სახელწოდებით, კოვიდ-პანდემიის დროს უმნიშვნელოვანესი სამედიცინო-სანიტარული ინფორმაციის გასავრცელებლად. კერძოდ, ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვირუსის ბუნება, ვაქცინები, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური აქტივობა და სხვა.
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ