ადამიანები გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, საქმე ვარაუდებზეა აგებული – ირმა ჭკადუა მოსამართლეს

სინდისის პატიმრის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკაცუამ, სასამართლოს მიმართა და თქვა, რომ საქმე მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული, მტკიცებულებების გარეშე:
„თუ ოკეანეა სავსე ეჭვებით განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი”
„სამართალი ვერ აშენდება ვარაუდით, ის დგას ჭეშმარიტებაზე და ჭეშმარიტება არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო
ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ მიუთითა, რომ კონკრეტულად თეთრაშვილმა მათ რაიმე დაზიანება მიაყენა, ან მათ დაენახათ, რომ ვალერი თეთრაშვილმა ჩაიდინა რაიმე ქმედება. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს ვიდეოები და მათივე ინტერპრეტაციით წარმოადგინეს, თავისი მოსაზრეები. ეს მოწმეები იმდენად უსუსურები არიან… მოწმე, რომელიც სამი საათი იმყოფებოდა ვალერი თეთრაშვილთან ერთად, ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეჩვენებინა ვალერი თეთრაშვილი. აქ ჩანს დამოკიდებულება და ის, რომ ეს საქმე სპონტანურად შეიქმნა და ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოგონილი ბრალდებით დაეკავებინა ეს ადამიანები, რომ შეეშინებინა სხვა ადამიანები, რომ ჰქონოდა მსუსხავი ეფექტი, მაგრამ მსუსხავი ეფექტიც ვერ იქონია”, – ამბობს ჭკადუა.
ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს