აგრესორი სადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით

აგრესორი სადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით
“აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით – ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე.
„აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით – ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს.
ნეოკოლონიალისტურია ის მახინჯი ნარატივი, რომ თუ დასავლეთის აქტორების ფარისევლობას ამხელ, ვითომ პრორუსი ხარ. ასეთი მდაბიო შეფასებით, ასეულობით მილიონი ადამიანი ევროპაში თუ ამერიკაში, რომელიც ფლიდ ლიდერებს სამართლიანად აკრიტიკებს, კრემლის “მესიჯბოქსშია”. ამგვარი მდაბიო და ხეპრე ვითომ დამმუნათებლების კლასტერიც ვიცით – გრანტების გამო ყველაფერზე წამსვლელი უსამშობლო არსებები.
ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია და ლიდერობს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი – 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ს 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.
ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა. თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 10.85%- შეადგენდა, ლატვიის 7.28%, ესტონეთის 6.39%, ხოლო საქართველოს შემთხვევაში 14.40% იყო.“-წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ

საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა “დიპ სტეიტთან” არ დგას, უფრო მეტიც – ტრამპი დღემდე ასრულებს ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის, “დიპ სტეიტის” დავალებებს

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი