“აგერ დაიმახსოვრეთ, გახარიას გავლენები ქართულ პოლიტიკაში ისეთივე საფრთხე იქნება ქვეყნისთვის, როგორც ბიძინაა…” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

რატომ ხართ რუსი გახარიას მხარდამჭერები პლანეტარული იდიოტები… რუსმა, რომელმაც რუსი გავრილოვის გამო ხალხი დაასახიჩრა, დათვის ტყვიების სროლა რატომ არ მოითმინეს, რატომ არ მოითმინეს მეგობრების დასახიჩრებაო და ხალხი დაიჭირა, ტყვედ აიყვანა 20 ივნისს და მერე ეს ტყვეები მოძალადე ძალოვანების თავისუფლებაში გაცვალა… ამ დროს ჩემმა ყოფილმა პარტიელებმა ვირთხა რომ მეძახეს ვერ მოვითმინე, ყავის ჭიქა ვესროლეო, მერე მცემესო… ოღონდო ისეთ მოძალადესთან, როგორიც დიტო სამხარაძეა მეო საქმე არა მაქო… მე ოლიგარქის გამო რომ გასახიჩრებდით მაგასთან მაქ საქმე, ოღონდ წლებია ოპოზიციაში ვარ და სისტემურ დანაშაულებზე არაფერს ვიტყვი, მარტო ვლანძღავ, როგორც ბირჟებზე ლანძღავენო… მეო, ხალხის გვერდით ვიდგები, ოღონდ მხოლოდ შორს, მონებშემორტყმული სელფის გადასაღებად, ძალადობის ეპიცენტრებს როგორ გავეკარები, პერანგი დამესვრებაო… იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროს უამრავ აქციაზე ვიდექი, მინდოდა ხელისუფლების ცვლილება ,,ოცნებას” ვერ მივეცი ხმა, რადგან არ მჯეროდა, მეშინოდა, ზოგადად რუსი მოქალაქეების პოლიტიკაში მოსვლის მეშინია… ნუ დაგვავიწყდება, რომ გახარიაც ბიძინასავით რუსი ბიზნესმენია, რუსი მოქალაქე იყო მოსკოვიდან რომ ჩამოიყვანა ბიძინამ საქართველოში და გაუკეთა პოლიტიკური კარიერა… თუ ვინმე დარჩით გახარიას მხარდამჭერი, ვინც ამდენი ხვეწნის შემდეგ არ წამშალეთ, მინდა იცოდეთ, რომ ხართ უკიდეგანო იდიოტები, რადგან რუსი ოლიგარქის წასვლა გინდათ და მის ადგილას გინდათ დაჯდეს რუსი მოქალაქე, რომელიც რუსის გამო ასახიჩრებს ხალხს, ან იღებს პასუხისმგებლობას და იცავს მოძალადეებს… აგერ დაიმახსოვრეთ, გახარიას გავლენები ქართულ პოლიტიკაში ისეთივე საფრთხე იქნება ქვეყნისთვის, როგორც ბიძინაა…