“აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს

ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს და მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ მიდიან. მათ შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს.
მათი მოთხოვნა დღესაც უცვლელია – მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვიოს.
“ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენი პარტიაა საქართველო”, – განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მ, როგორც თსუ-ს ლექტორმა, უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
“აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა – „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ – “ხალხის ძალიდან“ და ერთმა – “ევროპელი სოციალისტებიდან“.
პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე -მ ორი ადამიანი დააკავა. ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა “აგენტების კანონპროექტს” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.