აბას არაღჩი – არ მგონია, აშშ-თან მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს – მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა, ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება შესაძლებელი არ არის.
„არა მგონია, მოლაპარაკებები ასე სწრაფად განახლდეს. იმისათვის, რომ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩართვის გადაწყვეტილება მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამერიკა მოლაპარაკებების ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას დროს არ დაუბრუნდება. ვფიქრობ, რომ ყველა ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ მეტი დრო გვჭირდება“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა CBS News-თან საუბარში.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიის კარები არასდროს დაიხურება.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ირანი ურანის გამდიდრების გაგრძელებას, არაღჩიმ უპასუხა, რომ თუ მათი მხრიდან იარსებებს ნება, ამ ინდუსტრიაში პროგრესს მიაღწიონ, ზიანის სწრაფად აღდგენას და დაკარგული დროის ანაზღაურებას შეძლებენ.
„მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა. ჩვენ ასევე გავიარეთ თავსმოხვეული 12-დღიანი ომი, ამიტომ ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან. დაბომბვებით გამდიდრებისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განადგურება შეუძლებელია. თუ ჩვენი მხრიდან იარსებებს ნება, რომ ამ ინდუსტრიაში კვლავ მივაღწიოთ პროგრესს, ჩვენ შევძლებთ ზიანის სწრაფად აღდგენას და დაკარგული დროის ანაზღაურებას“,- განაცხადა არაღჩიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო