ГУР: გავანადგურეთ რუსეთის საპატრულო ხომალდი “სერგეი კოტოვი”

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს ცნობას, რომ გაანადგურეს ს შავი ზღვის ფლოტის პროექტი 22160-ის ტიპის საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი.
როგორც ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, ხომალდის წინააღმდეგ ოპერაცია 4-5 მარტის ღამეს ГУР-ის მე-13 ჯგუფმა ჩაატარა. აღნიშნულია, რომ მისია უკრაინის საზღვაო ძალებთან და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა.
ГУР-ის ცნობით, თავდასხმისთვის გამოიყენეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონები, რომელთა დახმარებითაც დააზიანეს რუსული ხომალდის უკანა მხარე, ასევე მარჯვენა და მარცხენა გვერდები. შემთხვევა ქერჩის სრუტის მახლობლად მოხდა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა წერს, რომ სერგეი კოტოვის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.
უკრაინელებმა ამ ხომალდზე თავდასხმა გასული წლის ივლისშიც სცადეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ საზღვაო დრონები მოიგერიეს.
სერგეი კოტოვი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 2022 წელს გადაეცა.