ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა

ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჯულიან ასანჟს აეროპორტში მისი ოჯახის წევრები დახვდნენ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა -სა და დიდ ბრიტანეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქმის დასრულებით მოხარულია.
შეგახსენებთ, დღეს, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა -ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა.
ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად წაყენებული 18 ბრალდებიდან ერთ-ერთში თავი დამნაშავედ ცნო.
ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფოს ციხეში ხუთი წელი გაატარა, სადაც ის აშშ-ში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა. მანამდე კი მან შვიდი წელი ეკვადორის საელჩოში გაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას