წყაროების თანახმად, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავის შესახებ

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომელიც 23 თებერვალს უნდა გავრცელებულიყო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლითავის აღსანიშნავად – უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა ევროკავშირიდან.
ამის ნაცვლად, ევროკავშირი ახლა მუშაობს განცხადებაზე, რომელსაც გაავრცელებს ევროპის მთავარი ინსტიტუტების სამი პრეზიდენტი – ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლეიენი, ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელი, რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
განცხადების მთელი ევროკავშირის სახელით გასავრცელებლად ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
ბუდაპეშტი განცხადებას შეეწინააღმდეგა კონკრეტული ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე – უთხრეს წყაროებმა რადიო თავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული