წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის

წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა განაცხადა.
„კომერციულ და საზღვაო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია“, – განაცხადა კრისტოფერ ლუქსონმა.
ლუქსონმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება და ისინი იემენში მიმდინარე რაიმე სახის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„თავდაცვის ჯგუფის განთავსება ახალი ზელანდიის მიერ თავისუფალი ნაოსნობის დაცვის ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებაა“, – აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს, -მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას