ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, იდგეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, გასულ კვირას პრაღაში საქალაქო ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, იდგეს.
„არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ორგანიზებული და დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ, რუსეთისგან. ეს არის რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და რომელიც უნდა შევაჩეროთ. რუსეთი გამუდმებით ცდილობს არეულობა დათესოს, ძირი გამოუთხაროს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობას“, – აღნიშნა ფიალამ პრესკონფერენციაზე.
ჩეხეთში პოლიციამ გასულ კვირას, თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, 26 წლის მამაკაცი დააკავა და ბრალი ტერორიზმში წაუყენა. პოლიციამ დაკავებამდე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი სამხრეთ ამერიკიდან იყო და ჩეხეთის რესპუბლიკაში თავდასხმის მცდელობამდე ხუთი დღით ადრე ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)