ჩემო მეგობარო, ლევან, სკამს ნუ ჩაეჭიდები – არ გიღირს იმად, რომ, პარტიის მრავალწლიან ისტორიაში, შენი მმართველობა ყველაზე შავი ასოებით შევიდეს – ბესიკ გაზდელიანი ხაბეიშვილს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ გაზდელიანი აცხადებს, რომ დღეს, “ნაციონალურ მოძრაობაში” ვითარების გამოსწორების მიზნით, ერთადერთი გამოსავალი მოქმედი თავმჯდომარის გადადგომაა. როგორც ის აცხადებს, სწორედ ლევან ხაბეიშვილის არასწორმა მმართველობამ ადამიანები პარტიიდან გარიყა.
“ერთობა ყოველთვის იყო უნიკალური ფორმულა იმისთვის, რომ მიგვეღწია წარმატებებისთვის. “ნაციონალური მოძრაობა” თუ ოდესმე ძლიერი ყოფილა, სწორედ ამ ერთობის პერიოდში იყო. სამწუხაროდ, შიდა არჩევნების შემდეგ, ყველაზე მეტად თუ რამე დაზიანდა, სწორედ ეს ერთობა იყო. ჩვენი აზრით და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ერთადერთი გამოსავალი, მოქმედი თავმჯდომარის გადადგომაა. ლევან ხაბეიშვილს მივმართავ: ჩემო მეგობარო, შენთან ერთად, გვიბრძოლია კიდეც, გვიმეგობრია კიდეც და ბევრი საერთო გვქონია. მე არ ვიცი, შენთვის როგორ, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენი ოჯახია. ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებმაც მხრებით მოვიტანეთ დღემდე “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს, ეს ადამიანები, შენმა არასწორმა მმართველობამ სრულიად გარიყა პარტიიდან. ჩემი მოწოდებაა შენ მიმართ და რჩევაა, ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ, პარტიის მრავალწლიან ისტორიაში, შენი მმართველობა ყველაზე შავი ასოებით შევიდეს. ამიტომ, მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე თანამდებობიდან”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის