შუქი და წყალი მთელი დღით გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცინცაძის, ლეჩხუმის, ჭიჭინაძის, დიდი ჯიხაიშის, სანერგეს, სვანეთის, რიონჰესის, მრევლიშვილის, კოხრეიძის, ნოზაძის, იმერეთის, ჯანგირაშვილის, ხევსურეთის, სვანეთისხევის, ნიკო მარის, სააკაძის, მანჯგალაძის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების, გობრონიძის, წმინდა ნინოს, მარატ ნოზაძის, დუმბაძის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, ფარნავაზ მეფის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სულხან ცინცაძის, ალექსიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, მარიჯანის,
ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, გეგეჩკორის, სხირტლაძის, ჩხეიძის, იასამნის, გელოვანის, საბურთალოს, ბახტრიონის და ჩახავას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ს, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, პურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რაფავას, კრწანისის, გულბანის, ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუას, მტკვრის, სანაპიროს, შალვა დადიანის, ასათიანის, ბეთლემის, ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის, კალანდაძის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოსს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ვახტანგ მესამეს, გრანელიას, ოსიაურის და ლენტეხის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ხვალ თბილისის ნაწილს მთელი დღის განმავლობაში წყალმომარაგებაც შეუწყდება.
„12 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქ. N2-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
კვერნაძის, აკურის, ალექსიძის, ტყვარჩელის, აფაქიძის, ასლანიდის (ალმასიანი), ბერბუკის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს