თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, მაშინ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს „ლელოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებებს“, შეეძლებათ თუ არა ამ პარტიის წევრებს სხვა პარტიის შექმნა.
„ზუსტად ამას შეეხება მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს, თუკი არსებობს პარტია და ის მიჩნეულ იქნა, რომ არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა პარტია, მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას და იურიდიული ფორმალობით, უბრალოდ ადგენენ და დღეს თუ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხვალ შექმნან და „ეროვნული მოძრაობა“ დაარქვან, იგივე ხალხი, იგივე მიზნებით შეიკრიბოს. ამიტომ, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს – მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება დავაკვირდეთ ამ აკრძალული პარტიასთან დაკავშირებული პირები, ხომ არ ცდილობენ, რომ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები და თუკი ამას დავინახავთ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვთქვათ, აიკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, მისმა წევრებმა ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა შექმნეს სხვა პარტია, დაარქვეს პირობითად, „ეროვნული მოძრაობა“, თუ ეს მოხდება ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვთქვათ, რომ რეალურად, ეს არის იმ პარტიის ასლი, რაც იყო, არის მემკვიდრე პარტია თავის შემადგენლობით, იდეოლოგიით, ორგანიზაციული სტრუქტურით, რეგიონში პარტიული სტრუქტურებით და ა.შ. სხვადასხვა კრიტერიუმები რაც ამაზე მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ორკვირიანი ვადა არსებობს იმისათვის, რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს, რომ სინამდვილეში ეს არის ფარსი, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის, როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება.
თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, თავისი არსით, მემკვიდრე პარტია გახდა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაირქვა. “-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




