ყვარელში, ორ დღეში ორი ძაღლი „განსაკუთრებული სისასტიკით“ მოკლეს

ყვარელში, ორ დღეში ორი ძაღლი მოკლეს. „განსაკუთრებული სისასტიკით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შემთხვევა 31 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ფორუმი