„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიაში გაიმართა

ქალაქ ოსაკაში, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რომელსაც ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 120-მდე სტუმარი დაესწრო.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ცნობით, საქართველოს მეღვინეობის კულტურას, ისტორიისა, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია Red Bridge-ის დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.
„ამასთან ერთად, ცნობილმა იაპონელმა სომელიე მოტოჰირო ოკოშიმ სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა და ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილება გაუზიარა.
კომპანიასთან „Red Bridge“ „ღვინის ეროვნული სააგენტო“ 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!