ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში, თავშესაფრად გადაკეთებული სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში სკოლას შენობაზე, სადაც დევნილები იყვნენ შეფარებული, საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, მედჰათ აბასსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
„არ არის წყალი თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად“, – აღნიშნა მედჰათ აბასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა