ქუთაისი-ალპანა-მამისონის 54-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 54-ე კმ. მონაკვეთზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

“აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

/</a></iframe>