“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა
“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აფრიკის დასახლებაში, ე.წ. გუმათჰესის სკვერში მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილობრივებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ წარუდგინეს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებთან ერთად განიხილეს რაიონში არსებული ვითარება და სამგორის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზები. შეხვედრაზე, რომელიც ახლადრეაბილიტირებულ სკვერში შედგა, აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა, გზების საფარის დაგება, კომუნიკაციების მოწესრიგება და გარე განათებების დამონტაჟება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება

დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან – ლუკა ძაძამია

იმ ბეწვის ხიდზე, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ პოლიტტექნოლოგიური და გარკვეულწილად მორალური თვალსაზრისითაც