ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს.
დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.
,,ფოთისთვის წყლის სპორტული სახეობები ყოველთვის ისტორიული და ტრადიციული მნიშვნელობის იყო. ჩვენი ქალაქი ყოველთვის იყო ინტერესის სფერო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპორტსმენებისთვის. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი, ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გააცოცხლებს და გააძლიერებს ინტერესს წყლის სპორტული სახეობების მიმართ. ამასთან, ამ ბაზის გახსნა ახალ პერსპექტივას გაუხსნის ფოთს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებისა და ღონისძიებების მასპინძლობაში.
მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჩვენ დელეგატს საქართველოს პარლამენტში, გიორგი ხახუბიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას