უსაფრთხოების 9 სფერო – რა ვალდებულებები აიღო ევროკავშირმა? – შეთანხმება უკრაინასთან

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება, სახელწოდებით: “ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები”, გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა.
დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოაწერეს.
გამოცემა Reuters წერს, რომ აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში დაეხმაროს, მათ შორის, შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობისა და განაღმვის სფეროებში.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს