უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი – უნგრეთი ნატო-ში შვედეთის მისაღებად გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კევერი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი ნატო-ში შვედეთის მისაღებად გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
კევერის თქმით, შვედეთისთვის ალიანსში გაწევრიანებაზე კენჭისყრის გამართვა უნგრეთისთვის გადაუდებელი საჭიროების საკითხს არ წარმოადგენს და ქვეყნის პარლამენტი მას უახლოეს მომავალში განიხილავს.
24 იანვარს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.
ახლა უნგრეთი არის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!