უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად

ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა x-ზე წერს.
„ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, და დაუყოვნებლივ იმოქმედოს. რუსეთმა აგრესიის სერიოზული ესკალაცია განახორციელა ჩრდილოეთ კორეის ომის მხარედ ჩართვით. ვითხოვთ ევროატლანტიკური საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს დაუყოვნებლივ და ძლიერ რეაქციას“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, საუკეთესო პასუხი უკრაინის მიერ შემოთავაზებული “გამარჯვების გეგმის” სრული მხარდაჭერა იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება